საზოგადოებასაქართველო

საქართველოში გასულ ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოჯანმრთელდა 76 პაციენტი და მოქმედ პაციენტთა რაოდენობა 270-ს შეადგენს

საქართველოში გასულ 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვმა 348-ს მიაღწია (გუშინ 306 შემთხვევა იყო დადასტურებული). ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში ვირუსის გამოჩენის შემდეგ. ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დღეს საღამოს გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 76 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე, ავსტრიის მოქალაქე 2 პაციენტი კი ავსტრიამ სპეცრეისით სამშობლოში დააბრუნა. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა, შესაბამისად, ამ დროისთვის მოქმედ პაციენტთა რაოდენობაა 270. მათ რამდენიმე კლინიკაში მკურნალობენ მთელი საქართველოს მასშტაბით.

დღეს პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მედიცინის მუშაკთა ინფიცირების 16 ფაქტია დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში 5079 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close