მედიცინამსოფლიო

ცნობილი გახდა მთავარი სიმპტომი, რომელიც გაციებას კორონავირუსისგან განასხვავებს

ექიმები გვაფრთხილებენ: თუ ეს სიმპტომი შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მოახდინეთ თვითიოზლაცია და გაიკეთეთ ტესტი კორონავირუსულ ინფექციაზე

ძირითადი სიმპტომი, რომლითაც კორონავირუსი გაციებისგან განსხვავდება (როგორც ცნობილია, კორონავირუსული ინფექცია ბევრი სიმპტომით ჰგავს გრიპს და გაციებას), არის სურდოს არარსებობა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები. ამის შესახებ პორტალი Eurekalert-ი წერს.

ყნოსვის დაკარგვა იმ დროს, როდესაც ცხვირის ღრუ თავისუფალია და პაციენტს სურდო არ აქვს, კორონავირუსის მთავარი დამახასიათებელი სიმპტომია, – აცხადებენ ისინი.

„COVID-19-ს არ უკავშირდება ჩვეულებრივი ვირუსული გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგ., ცხვირის გაჭედვა ან ცხვირში ლორწოს წარმოქმნა. ეს ფაქტი საშუალებას იძლევა, საკმაოდ ადვილად განვასხვაოთ COVID-19 სეზონური ალერგიისგან“, –  მოჰყავს გამოცემას კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ცინცინატის უნივერსიტეტის ოტოლარინგოლოგიისა და ქირურგიის კათედრის დოცენტის, აჰმედ სედაგატის სიტყვები.

მკვლევარების თქმით, თუ ადამიანმა მოულოდნელად დაკარგა ყნოსვა, როცა არც სურდო აქვს და არც ცხვირი აქვს გაჭედილი, ნიშნავს იმას, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი იზოლირება და გაუკეთდეს ტესტი კორონავირუსულ ინფექციაზე.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close