საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 9%-ით შემცირდა
ზოგიერთი ქვეყნიდან გადმორიცხული თანხა გაიზარდა
2020 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.9 მლნ აშშ დოლარი (382.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.0 პროცენტით (12.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
აღნიშნული ქვეყნებია:
რუსეთის ფედერაცია – 25.39 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 28.32 პროცენტი;
იტალია – 17.31 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 8.66 პროცენტი;
საბერძნეთი – 16.24 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.81 პროცენტი;
აშშ – 15.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2.31 პროცენტი;
ისრაელი – 11.78 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 10.22 პროცენტი;
თურქეთი – 8.27 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 0.14 პროცენტი;
გერმანია – 4.94 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26.37 პროცენტი;
უკრაინა – 3.61 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 16.21 პროცენტი;
ესპანეთი – 3.15 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 18.56 პროცენტი;
აზერბაიჯანი – 2.38 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 45.38 პროცენტი;
პოლონეთი – 2.08 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 11.56 პროცენტი;
საფრანგეთი – 1.67 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 18.75 პროცენტი;
გაერთიანებული სამეფო – 1.54 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12.67 პროცენტი;
ყაზახეთი – 1.22 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 0.98 პროცენტი;
კვიპროსი – 1.08 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 3.13 პროცენტი;
კანადა – 1.01 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 6.55 პროცენტი.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.4 მლნ აშშ დოლარი (62.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის მარტის (18.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.1 პროცენტით მეტია.
1tv.ge
კომენტარები