fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთის ხელისუფლება კარანტინის წესების დარღვევაში ბრალდებული მღვდლების საქმის გამოძიებას პროკურატურას სთხოვს

საბერძნეთის ხელისუფლება კარანტინის წესების დარღვევაში ბრალდებული მღვდლების საქმის გამოძიებას პროკურატურას სთხოვს. საქმე ეხება ორ სასულიერო პირს, რომლებმაც აკრძალვის მიუხედავად მორწმუნეები აზიარეს.

როგორც ბერძნული მედია წერს, ათენის შემოგარენში ერთ-ერთი მღვდელი მრევლს ტაძარში უკანა შესასვლელიდან უშვებდა და აზიარებდა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა წმინდა სპირიდონის ეკლესიაში, კუნძულ კორფუზე.

როგორც ცნობილი გახდა, კორფუს პროკურორმა უკვე წაუყენა ბრალი კორფუს ეპისკოპოსს, ასევე ქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მორწმუნეებს, რომლებიც მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვისა და წმინდა სინოდის მითითების მიუხედავად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close