პოლიტიკაქართველები უცხოეთში

კორონავირუსით უცხოეთში საქართველოს 92 მოქალაქეა ინფიცირებული, 9 გარდაიცვალა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ ნინუას ინფორმაციით, დღეისათვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვარგარეთ მოქმედმა მისიებმა 5238 მოქალაქეს გაუწიეს დახმარება. გარდა ამისა, მისი თქმით, ამოქმედდა ე. წ. სასურსათო ვაუჩერის დარიგების მექანიზმი, რომელშიც კომპანია SPAR-მა მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცხოეთში საქართველოს საკონსულოებში აღრიცხვაზე იმყოფება 62 ათასამდე საქართველოს მოქალაქე.

ნინუამ აღნიშნა, რომ დღეისათვის კორონავირუსით უცხოეთში საქართველოს 92 მოქალაქეა ინფიცირებული, 9 კი – გარდაცვლილი. „უმრავლეს შემთხვევებში სახეზე გვაქვს დაავადების მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე ფორმები. აღნიშნული სტატისტიკა არაა ზუსტი, რამდენადაც მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ამხელს საკუთარ მდგომარეობას (ან არ აწვდის ინფორმაციას საკონსულო სამსახურებს)“, – განმარტა მიხეილ ნინუამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზებულ პროცესზე. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით Georgian Airways-მა უკვე შეასრულა 13 რეისი.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close