მსოფლიოსაზოგადოება

ევროკავშირში მცხოვრები ხანდაზმულები შესაძლოა იზოლაციაში წლის ბოლომდე დარჩნენ

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირში მცხოვრები ხანდაზმულები შესაძლოა იზოლაციაში წლის ბოლომდე დარჩნენ, რათა მათი კორონავირუსისგან დაცვა მოხდეს.

„ვაქცინის გარეშე, ჩვენ მოგვიწევს მაქსიმალურად შევზღუდოთ ხანდაზმულებთან კონტაქტი“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბარში.

„მე ვიცი, რომ ეს ძნელია და იზოლაცია ტვირთია, მაგრამ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენნი და დავიცვათ დისციპლინა. ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ უფრო ადრე ისარგებლონ გადაადგილების თავისუფლებით, ვიდრე ხანდაზმულები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონენი“, – განაცხადა მან.

ურსულა ფონ დერ ლაიენი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის ლაბორატორიები მალე შეძლებენ ვაქცინის შემუშავებას.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close