ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 13-19 აპრილი

13-იდან 19 აპრილამდე კლებადი მთვარის პერიოდია. აპრილის ეს კვირა შედარებით მშვიდი იქნება. ზოდიაქოს მრავალი ნიშანი წარმატებას მიაღწევს შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში, თუმცა სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ჭორებს და მოერიდონ ჩხუბის მოყვარულ ადამიანებს. ფინანსურ სფეროში მდგომარეობა ცუდი არ არის, მაგრამ უმჯობესია თავი შეიკავოთ მაღალფასიანი შენაძენებისგან და ყურადღებით დაგეგმოთ ხარჯები. პირად ურთიერთობებს ექნება რაციონალობის ელფერი, ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების მოწესრიგებას და არასასურველი ურთიერთობების გაწყვეტას. შაბათ-კვირას კარგი იქნებოდა ბუნებაში გასვლა.

 

ვერძი

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უნდა ახსოვდეთ, რომ შეცდომის დაშვება არც ისე საშინელი რამ არის. გაცილებით უარესია, რომ საერთოდ არაფერი გააკეთო და უდრტვინველად დაელოდო, სანამ სიტუაცია თავისთავად მოგვარდება. ასე რომ, თქვენს ინტერესებშია მოვლენების შუაგულში იყოთ!  შაბათ-კვირისთვის ახალი საქმეები არ დაგეგმოთ! უკეთესია იზრუნოთ საკუთარ თავზე: ვერძისთვის სასარგებლოა წყლის პროცედურები, ტანვარჯიში, მსუბუქი დიეტა.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კურო

კონცენტრირება მოახდინეთ კომუნიკაციაზე. მნიშვნელობა არა აქვს, მოიტანს ის პრაქტიკულ სარგებელს, თუ არა. მთავარი თავად პროცესია. ახლობლები სიამოვნებით ისაუბრებენ გულწრფელად, ხოლო კოლეგები – ყველაზე მნიშვნელოვან საიდულოს გაგანდობენ. შაბათი და კვირა დასვენებას დაუთმეთ,  განმარტოებით. უმჯობესია, დრო საზოგადოებისგან შორს, ბუნებაში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ტყუპი

უკუაგდეთ შიში და ეჭვები! ამჟამად ისინი გამოწვეულია არა გარე მოვლენებით, არამედ ბანალური დაღლილობით. ამიტომ სანამ რეალობას მუქ ფერებში დახატავდეთ, პირველ რიგში, ცოტა ხნით შეისვენეთ. ამ კვირაში ტყუპებისთვის წარმატების მომტანი დღეებია ხუთშაბათი და პარასკევი.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 15.

 

კირჩხიბი

ყოველდღიური ცხოვრება კალეიდოსკოპის მუდმივად ცვალებად სურათებს წააგავს. უამრავი საქმე, უამრავი პროექტი და კონტაქტი – თავბრუ დაგეხვევათ!  მაგრამ  თქვენი შრომისმოყვარეობისთვის პარასკევს დაჯილდოვდებით. სამუშაო კვირის შემდეგ დაღლილობის მოსახსნელად ყველაზე მარტივი ვარიანტი წყლის აბაზანებია.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 18.

 

ლომი

უამინდობა, შემთხვევით დაღვრილი ყავა, მსუბუქად ხელის გაჭრა… თუნდაც უმნიშვნელო ინციდენტმა შეიძლება მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ. მთავარია ემოციები მოთოკოთ. ლომებს ვარსკვლავები ურჩევენ, რომ სამშაბათს სიფრთხილე გამოიჩინონ და თუ შესაძლებელია, სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.

სასიკეთო დღეები:15, 18.

არასასიკეთო დღე: 14

 

ქალწული

წარმატებამდე ქალწულის ნიშნის წარმომადგენლები შეიძლება მხოლოდ უცნობმა გზამ მიიყვანოს. ეს ნიშნავს, რომ გონება უნდა დაძაბოთ, რათა გაიგოთ, როგორ გახვიდეთ ამ გზაზე. გამჭრიახობაში ტოლი არ გყავთ, ასე რომ, იმოქმედეთ! შაბათ-კვირას, თუ გადაუდებელი სამუშაო არ გაქვთ, შეიძლება ცოტა იზარმაცოთ ან სტუმრად წახვიდეთ.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 16.

 

სასწორი

თავგადასავლებისადმი თქვენი მიდრეკილება კარგია, როდესაც კომპანიონებთან ერთად მოგზაურობაში მიდიხართ, ამჯერად სათავგადასავლო ლიტერატურით დაკმაყოფილდით.  საკამათო საკითხები მარტივად და ბუნებრივად გადაწყდება. იფიქრეთ ახალ პროექტებზე, რომელნიც მომავალში კარგ შემოსავალს მოგიტანთ.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 13.

 

მორიელი

თქვენს პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია კონკურენციის ძლიერი გამწვავება. თუ კონფლიქტები არ გიყვართ, გაჩუმდით და თქვენთვის იყავით, ნუ აიღებთ ახალ პროექტებს. გაუფრთხილდით როგორც ნერვებს, ისე ენერგიას – მომავალში უფრო გამოგადგებათ. ამ კვირაში კარგ ამბავს უნდა ელოდოთ –  სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მშვილდოსანი

ძალიან რომანტიკული პერიოდი გელით. მაგრამ, მეორე მხრივ, თავიდან ვერ აიცილებთ პარტნიორის ეჭვიანობის მძაფრ გამოვლინებებს – თუნდაც უსაფუძვლოს. უკეთესია მოთმინება გამოიჩინოთ, თბილად მოეპყარით საყვარელ ადამიანს, რათა ურთიერთობა შეინარჩუნოთ. კარგი იქნება პიკნიკი ბუნებაში.

სასიკეთო დღეები: 16, 19.

არასასიკეთო დღე: 17

 

თხის რქა

ეს პერიოდი თქვენთვის უცნაურად ჩაივლის: მოულოდნელი წარმატებები ასევე მოულოდნელი და საწყენი წარუმატებლობით შეიცვლება. უმჯობესია არ ითამაშოთ ლატარია და არ ისესხოთ ფული, განსაკუთრებით ახლო ნათესავებისგან. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, თუ „მჯდომარე“ სამუშაო გაქვთ, ეცადეთ, დღის განმავლობაში 20-30 წუთი მაინც წაივარჯიშოთ.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მერწყული

არაფრისმომტანი და უსარგებლო ფაციფუცი – სამწუხაროდ, ასე შეიძლება აღვწეროთ ეს პერიოდი თქვენთვის. სამსახურში ერთი და იგივე რუტინა, სახლში მცირე საყოფაცხოვრებო პრობლემები. უმჯობესია დროებით ყველაფერს შეეშვათ და დაისვენოთ –  საქმე მოიცდის.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 13.

 

თევზები

ამ პერიოდის განმავლობაში ყურადღება მოგენატრებათ. ფიქრობთ, რომ ყველამ დაგივიწყათ, მაგრამ ეს ასე არ არის. შეეცადეთ თავად აიღოთ ინიციატივა და მოიკითხოთ მეგობრები, ახლობლები, მომავლისთვის დაგეგმოთ შეხვედრები. ფრთხილად იყავით გზაზე როგორც ფეხით სიარულისას, ისე  საჭესთან.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 16.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close