მსოფლიოსაზოგადოება

რომის პაპი – იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს

იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს, – ასე მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს კათოლიკური აღდგომის დადგომისას.

რომის პაპმა მოუწოდა ხალხს, არ დაემორჩილონ შიშს და ყურადღება გამახვილონ იმედის გზავნილზე.

პონტიფიკოსის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც შედარებით უკეთეს პირობებში არიან, ღარიბებს უნდა დაეხმარონ.

რომის პაპმა კათოლიკების წინასააღდგომო წირვა ვატიკანში, თითქმის ცარიელ წმ. პეტრეს ბაზილიკაში ჩაატარა. ტაძარში, ჩვეულებრივ, ცერემონიას 10 000-მდე ადამიანი ესწრება, ახლა კი პაპს თან მხოლოდ ორი ათეული ადამიანი ახლდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close