საზოგადოებასაქართველო

STOPCOV-ის ფონდში ჩარიცხული თანხა 100 მილიონი ლარით გაიზარდა – ვინ არის ჩამრიცხველი?

კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში ერთჯერადად დიდი თანხის ჩარიცხვა განხორციელდა. საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე მონაცემები განახლდა. განახლებამდე თანხა 23 793 096 ლარი იყო. ცოტა ხნის წინ მონაცემები მნიშვნელოვნად შეიცვალა, თანხა 124 მილიონამდე გაიზარდა, შემომწირველი კომპანიების ჩამონათვალში კი ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდი“ გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ 100 მილიონი ლარი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გამოყო.

ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close