უჰანში კარანტინი სრულად მოიხსნა – 10-ათასობით ადამიანმა რამდენიმე საათში ქალაქი დატოვა (ვიდეო)
ჩინეთის ქალაქ უჰანში მოიხსნა კარანტინი, რომელიც 23 იანვარს გამოცხადდა და რომლის შედეგადაც 11 მილიონამდე ადამიანი სახლებში ჩაიკეტა. 76-დღიანი კარანტინის შემდეგ ქალაქის მოსახლეობას უხანიდან გამგზავრების უფლება უკვე აქვთ. გაიხსნა მაგისტრალები, აღდგა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა.
მედიის ინფორმაციით, შეზღუდვების მოხსნიდან რამდენიმე საათში უჰანი მატარებლებით და თვითმფრინავებით ათიათასობით ადამიანმა დატოვა.
პრევენციის მიზნით, ძალაში რჩება რამდენიმე შეზღუდვა, კერძოდ: მოქალაქეს სახლიდან გასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მწვანე კოდი აქვს, რომელიც ადასტურებს, რომ იგი ჯანმრთელია, სამსახურში წასასვლელად კი დამსაქმებლის წერილია საჭირო. აგრეთვე, ადამიანებს მოუწოდებენ, სახლიდან არ გამოვიდნენ ზედმეტად, ჩაიტარონ თერმოსკრინინგი და ატარონ დამცავი ნიღაბი, რათა ეპიდემიის თავიდან აფეთქების საშიშროება არ დადგეს.
ნინო ბაჯელიძე
ნახეთ „ბლუმბერგის“ რეპორტაჟი უჰანიდან
კომენტარები