საზოგადოებასაქართველო

აღდგომის დღესასწაულზე ისრაელიდან ცეცხლს ჩამოვიტანთ და დავაბრუნებთ იქ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებსაც – GEORGIAN AIRWAYS

აღდგომის დღესასწაულზე ისრაელიდან ცეცხლს ჩამოვიტანთ და დავაბრუნებთ იქ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებსაც – ამის შესახებ „იმედინიუსს“ Georgian Airways-ის დირექტორმა რომან ბოკერიამ განუცხადა.

მისი თქმით, ხვალიდან თვითმფრინავი, რომელიც კორონავირუსის გამო ევროპაში ჩარჩენილ მგზავრებს ქვეყანაში დააბრუნებს, პატრიარქის ნაჩუქარი ხატით შეასრულებს რეისებს.

„დღეს პატრიარქმა Georgian Airways-ის სახელზე ნაკურთხი ხატი გვაჩუქა. ხვალ, 7 აპრილს ხატი უკვე აბრძანდება ჩვენს ბორტზე და იფრენს ყოველ იმ რეისთან ერთად, რომლითაც ჩამოგვყავს საქართველოს მოქალაქეები. 19 აპრილს, აღდგომის ცეცხლის ჩამოსატანად, ჩვენთან ერთად იქნება ორი სასულიერო პირი, ჩამოვიტანთ ცეცხლს და ასევე დავაბრუნებთ ისრაელში დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ბოკერიამ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close