კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 6-12 აპრილი
6 და 7 აპრილი მზარდი მთვარის პერიოდია. მიუხედავად ამისა, არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა ამ დღეებში. უმჯობესია დაასრულოთ ის, რაც უკვე გაქვთ დღის წესრიგში.
8 აპრილს სავსე მთვარეა. რათა თქვენს სიმაღლეზე იდგეთ, ინტუიციას უნდა დაუჯეროთ. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ მეექვსე გრძნობა მთელი ძალით მუშაობს.
9-იდან 12 აპრილამდე კლებადი მთვარის პერიოდია. დადგა დრო, რომ ადრე გაწეული ძალისხმევის შედეგები მოიმკოთ. თუ ბოლო დროს კარგი საქმე გააკეთეთ, სიკეთე დაგიბრუნდებათ. ამ პერიოდში სწორი დასკვნების გამოტანა უმნიშვნელოვანესია.
როგორც არასდროს, ისეთ გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და ეჭვები შეგაწუხებთ. თუ რაიმე კითხვები გექნებათ, უფრო კომპეტენტურ ადამიანებს დაუკავშირდით. და ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ ბოლომდე დარწმუნებულები არ ხართ! 6 და 7 აპრილს შეეცადეთ სათანდო სიმაღლეზე იყოთ და განწყობაც შესაფერისი გქონდეთ. ეს დღეები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში.
სასიკეთო დღეები: 6, 12
არასასიკეთო დღე: 8
კურო
ეს პერიოდი ხელსაყრელია თვითგამორკვევისა და თვითგანვითარებისთვის. უმჯობესია ახლა მოგზაურობაზე ფიქრს თავი დაანებოთ და ეს თემა შორეული მომავლისთვის გადადოთ. კვირის დასაწყისში იზრუნეთ სახლზე – მის მოწესრიგებაზე, გაწმენდაზე. ასევე, ამ პერიოდში უძრავი ქონების შეძენა მომგებიანი იქნება თქვენთვის.
სასიკეთო დღეები: 6, 11
არასასიკეთო დღე: 9
ტყუპი
თქვენი შრომა დაფასდება. გამორიცხული არ არის ფულადი პრემიის მიღება, თუმცა თანხა გადაინახეთ. კარგი იქნება, თუ უკვე დაიწყებთ ხანგრძლივი მოგზაურობისთვის ფულის შეგროვებას. შესაძლოა არ გეგმავთ ადგილის შეცვლას, მაგრამ დიდი ალბათობა არსებობს, რომ მოგიწიოთ.
სასიკეთო დღეები: 9, 12
არასასიკეთო დღე: 8
ამ დღეებში თქვენს ცხოვრებაში დიდი აურზაური იქნება, ბევრ რამეზე იზრუნებთ, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ გამოჩნდება… მინიმუმ ერთი რამ მაინც რომ დასრულდეს, შეეცადეთ რომელიმეს უპირატესობა მიანიჭოთ. ვარსკვლავები კატეგორიულად არ გირჩევენ ახლა ვინმესთან კამათსა და ჩხუბს. უკეთესია ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოთ.
სასიკეთო დღეები: 7, 11
არასასიკეთო დღე: 12
„ღრუბლებში ფრენის“ დრო ახლა არ არის. ცოტა მოეშვებით და… უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით. ყურადღება მიაქციეთ კოლეგებს: ერთ-ერთ მათგანს შეუძლია ინტრიგები მოაწყოს თქვენს ზურგს უკან, ან ჭორები გაავრცელოს. მოძებნეთ იგი და სანამ გვიან არაა, გაარკვიეთ, რა უნდა, რატომ გერჩით.
სასიკეთო დღეები: 10, 12
არასასიკეთო დღე: 6
ბოლოს და ბოლოს აღმოაჩენთ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ! ზოგიერთ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, ამ საქმემ შეიძლება კარგი შემოსავალიც მოგიტანოთ. იყავით შემწყნარებელი ამ დღეებში ახალგაზრდა თაობის მიმართ. მეტი მხარდაჭერა და ნაკლები კრიტიკა – ეს არის ბავშვებთან წარმატებული ურთიერთობის გასაღები.
სასიკეთო დღეები: 8, 10
არასასიკეთო დღე: 7
ფინანსური საკითხების მოგვარება გაგიჭირდებათ. უმჯობესია, ამ პერიოდში არ განახორციელოთ ფულადი ოპერაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ, რომ ბევრს დაკარგავთ. საყვარელ ადამიანთან შეიძლება უსიამოვნება გქონდეთ. ახლა გაარკვიეთ ყველაფერი, შემდეგ გვიან რომ არ იყოს.
სასიკეთო დღეები: 6, 11
არასასიკეთო დღე: 8
მორიელი
საოჯახო საქმეები, ურთიერთობა ოჯახის წევრებთან… ახლა ყველა თქვენი აზრი ოჯახს და ცხოვრებას უკავშირდება. 11 და 12 აპრილს, შაბათ-კვირას სადმე გასვლას შეეცადეთ, თუ შესაძლებელია, აუცილებლად გჭირდებათ გარემოს შეცვლა. ეს დაგეხმარებათ ძალების აღდგენასა და განწყობის გაუმჯობესებაში, რაც კარგ შედეგს გამოიღებს მომავალში.
სასიკეთო დღეები: 9, 12
არასასიკეთო დღე: 7
მშვილდოსანი
სერიოზულ საქმეებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. სამაგიეროდ ნებისმიერ გასართობს დიდი წარმატება ექნება! თქვენი გრძნობები და ემოციები გააკონტროლეთ. მათ, ვინც დიეტაზე იმყოფება, ვარსკვლავები ურჩევენ გაითვალისწინონ, რომ შეუძლიათ ცოტა შეამსუბუქონ დიეტა, მაგრამ არ დაარღვიონ.
სასიკეთო დღეები: 8, 9
არასასიკეთო დღე: 12
საკუთარი თავის რაღაცაში შეზღუდვა ადვილი არ იქნება, მაგრამ ამის გაკეთება მოგიწევთ. შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ: ნუ დატოვებთ უყურადღებოდ სიმპტომებს დაავადების დასაწყისში. შაბათ-კვირას სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ. შეეცადეთ გონივრულად გამოიყენოთ, რათა შემდეგ რამე არ ინანოთ.
სასიკეთო დღეები: 8, 12
არასასიკეთო დღე: 6
გაზაფხული მაქსიმალურად კარგად იმოქმედებს თქვენზე! ეს არის დრო სიყვარულისა და ახალი ემოციებისთვის. ამ პერიოდში სამსახურში საკუთარი შესაძლებლობების კარგად წარმოჩენის საშუალება მოგეცემათ. შეეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ ეს შანსი! ნუ შეგეშინდებათ ამ დღეებში იყოთ აქტიური და მიზანდასახული, თქვენი ინოვაციური წინადადებაც მხარდაჭერას მოიპოვებს.
სასიკეთო დღეები: 9, 12
არასასიკეთო დღე: 10
დაგროვილ პრობლემებს გაუმკლავდებით, მაგრამ შეეცადეთ შეცდომები არ დაუშვათ. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად! ამ დღეებში კონსტრუქციული კრიტიკა შეიძლება სასარგებლო იყოს. განსაკუთრებით საყვარელი ადამიანების მოსაზრებებს მოუსმინეთ ყურადღებით და გაითვალისწინეთ, მათ ხომ თქვენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ.
სასიკეთო დღეები: 8, 10
არასასიკეთო დღე: 7
თამთა გურული
კომენტარები