იტალიასაზოგადოება

„სიყვარული ყველაფერზე იმარჯვებს!“ – სოლიდარობა ნეაპოლურად

„რისი დატოვებაც შეგიძლია - დატოვე, რაც გჭირდება - აიღე“

სამხრეთიტალიური ნეაპოლი კვლავ იყენებს თავის ძველ კარგ ტრადიციას caffe sospeso – „დაკიდებული ყავა“, როდესაც ერთი ფინჯანი არომატული სასმლის დალევის შემდეგ, სტუმარი იხდის მეორის საფასურსაც უცხო ადამიანისთვის, რომელსაც ამის ფინანსური საშუალება არ აქვს. ახლა, პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს, ნეაპოლში „ჩამოკიდებული კალათები“ გამოჩნდა.

მოხალისე ანჯელო პიკონე ამბობს:

„ჩამოკიდებული კალათების ინიციატივა“ ამ საგანგებო ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში დაიბადა, რომელმაც მალევე მიგვიყვანა საგანგებო სოციალურ მდგომარეობამდე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამას მთელმა მსოფლიომ ერთად მივხედოთ, ერთმანეთის დახმარებით. კალათაზე მიმაგრებული წარწერა: „რისი დატოვებაც შეგიძლია – დატოვე, რაც გჭირდება – აიღე“ – შეგვახსენებს, რომ ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ“.

„სიყვარული ყველაფერზე იმარჯვებს!“ – ნეაპოლის ინიციატივა იტალიის სხვა ქალაქებმაც აიტაცეს. ჩამოკიდებულ კალათებსა და ყუთებს ახლა ყველგან იხილავთ: ადგილობრივ ბაზრებზე, პატარა მაღაზიებში, სუპერმარკეტებში. ბევრი ოჯახი, რომელმაც სამსახური დაკარგა, სერიოზული ეკონომიკური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. მათთვის დახმარების მიწოდების ორგანიზაციას ასევე შეუერთდა ზოგიერთი მუნიციპალიტეტიც, მათ შორისაა ნეაპოლის ჩრდილოეთით, 150 კმ-ში მდებარე ქალაქი ფორმია (რომსა და ნეაპოლს შორის, ლაციოს რეგიონი).

„ამ ინიციატივას ფორმიის რამდენიმე მაღაზია შეუერთდა. ადამიანები ყიდულობენ საკუთარი თავისთვის და სხვა ოჯახებისთვის, რომლებსაც სულ არ იცნობენ. საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მაღაზიაშივე რჩება, შემდეგ კი ჩვენი სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის დახმარებით მათ ვაგროვებთ და ვანაწილებთ“, – ამბობს ქალაქის მერი პაოლა ვილა.

თამარ ქავჟარაძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close