საზოგადოებასაქართველო

კაკო პაპას ტიტები ქართველ ექიმებს – სიკეთე გადამდებია! (ვიდეო)

„რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მოგვითხრობდნენ, რომ სოფელ კოლაგში მცხოვრებ კაკო ჯეირანაშვილს საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო ეზოში დარგული 5000-ზე მეტი წითელი ტიტა უჭკნება, რადგან ნავთლუღში ყვავილებს ვეღარ ყიდის.

კაკო პაპას ბაღში ტიტები ზუსტად მაშინ აყვავდა, როდესაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ვაჭრობაზე აკრძალვები დაწესდა. 63 წლის ფერმერი კახეთიდან შეეგუა იმ აზრს, რომ ტიტების ბაღი დაუკრეფავად დაჭკნებოდა, ის კი წელს შემოსავლის გარეშე დარჩებოდა. მას შემდეგ, რაც „რადიო თავისუფლება“ ამ ამბავს მოჰყვა, ხალხმა კაკო პაპას დახმარება და მისი შემოსავლის გადარჩენა გადაწყვიტა.

კაკო ჯეირანაშვილის ტიტების გადასარჩენად არაერთი ჯგუფი შეიქმნა და ათასობით ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი. მათ შორის თინათინ რუხაძემ და ნინო ნიაურმა თანხის მობილიზების გარდა ყვავილების ჩამოტანასაც გაუკეთეს ორგანიზება.

დღეს მოხალისეები კახეთში ჩავიდნენ და ექიმებს მეყვავილისგან 500 ცალი ტიტა ჩამოუტანეს. პირველი ტიტები ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას მიართვეს.

შემდეგ ტიტები კაკო პაპას ბაღიდან  ინფექციურის, რესპუბლიკურის, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმებს ჩამოურიგეს. როგორც მოხალისეები ამბობენ, ეს მოქალაქეების საჩუქარია მადლიერების ნიშნად.

 

კახელ მეყვავილეს ხელოვანი მარიამ ნატროშვილიც დაუკავშირდა, გაიგო მისი ანგარიში და ახლა ჩვენ ყველას შეგვიძლია დავეხმაროთ კაკო პაპას, ჩავრიცხოთ ფული და „შევიძინოთ“ ტიტები.

ანგარიშის ნომერი: (tbc)

GE62TB7096445061100088

მიმღები: ნანა ბეჟაშვილი

სიკეთე გადამდებია!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close