საბერძნეთივიდეო

კოლხიდა – სოფელი საბერძნეთში (ვიდეო)

ზუსტად 2 წლის წინათ ვწერდით, რომ საბერძნეთში, ცენტრალურ მაკედონიაში, არსებობს ერთი სოფელი, რომლის სახელწოდებაა გეორგიანი (ΓΕΩΡΓΙΑΝΟΙ), რაც სიტყვასიტყვით „ქართველებს“ ნიშნავს. მაშინ ამ ინფორმაციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ერთ-ერთმა ქართულმა ტელეარხმა ამ თემაზე სიუჟეტიც კი გადაიღო.

ამჯერად გვინდა მოგითხროთ კიდევ ერთ სოფელზე, რომლის სახელწოდებაც ასევე უკავშირდება საქართველოს. ამ სოფელს კოლხიდა ეწოდება და ისიც ცენტრალური მაკედონიის ოლქს მიეკუთვნება.

სოფელი კოლხიდა მდინარე გალიკოსის დასავლეთით, ქალაქ კილკისის სამხრეთით, 5 კილომეტრში მდებარეობს. სოფელ კოლხიდაში, 2011 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, 81 ადამიანი ცხოვრობს. მართალია, ეს პატარა სოფელია, მაგრამ დიდი ისტორია აქვს: ქრისტეშობამდე პირველ საუკუნეში აქ რომაული დასახლება არსებობდა სახელწოდებით კალიკუმ (ან გალიკუმ; Callicum, Gallicum). სოფელში დღემდე არსებობს რომაული და ადრექრისტიანული ეპოქის შენობათა ნანგრევები.

ანტიკურმა ქალაქმა აქ მეათე საუკუნებდე იარსება. საბოლოოდ ის ბულგარელებმა გაანადგურეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლომდებარე მცირე დასახლებაში გადავიდა საცხოვრებლად. დღეს ეს არის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი – კილკისი.

ოსმალეთის ბატონობის ეპოქაში სოფელს თურქული სახელი, აკჩე-კილისე ერქვა, რაც თეთრ ეკლესიას ნიშნავს. 1927 წელს სოფელს სახელი გადაერქვა და მას კოლხიდა უწოდეს.

გიორგი ჯანელიძე

ნახეთ ვიდეო, რომელშიც სოფელ კოლხიდის პანორამული ხედი ჩანს:

 

მსგავს თემაზე: გეორგიანი – „ქართული“ სოფელი საბერძნეთში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close