საბერძნეთისაზოგადოება

კორონავირუსი საბერძნეთში: გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერის, სოტირის ციოდრასის ინფორმაციით, რომელიც მან ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გააცნო ჟურნალისტებს, საბერძნეთში ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 1415 შემთხვევა, 81 შემთხვევა გასულ ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა, პლუს კიდევ 20 შემთხვევა გემზე Ελευθέριος Βενιζέλος, რომელიც პირეოსის პორტის მახლობლად დგას კარანტინზე.

ინფიცირებულთაგან  50 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის 38 მამაკაცია, 12 – ქალი, მათი საშუალო ასაკი 72 წელია, 94%-ს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

გაიზარდა  გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და 52-ს მიაღწია.

ამ დროსითვის მოქმედი პაციენტებიდან 90 შედარებით მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათი საშუალო ასაკი 76 წელია. 6 პაციენტი კი, რომელთა მდგომარეობა გაუმჯობესდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გადაიყვანეს.

მთლიანობაში გასულ დღე-ღამეში საბერძნეთში 17350 ტესტი ჩატარდა SarsCov2-ით ინფიცირების შემთხვევების გამოსავლენად.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საბერძნეთში 26 თებერვალს გამოვლინდა თესალონიკში. 38 წლის ქალს ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

COVID-19-ით გარდაცვალების პირველი ფაქტი საბერძნეთში 23 მარტს დაფიქსირდა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში 23 მარტიდან შეზღუდვები ამოქმედდა.

ნინო ბაჯელიძე

წყარო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close