საქართველოსაზოგადოება

დენის და გაზის საფასურს საქართველოს მოსახლეობას მთავრობა გადაუხდის – ვის შეეხება შეღავათები?

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში – სრულად დაუფინანსოს გადასახადები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება, აგრეთვე, მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც.

„ეს გადაწყვეტილება შეეხება 1,2 მილიონ აბონენტს, როდესაც ჯამურად ქვეყანაში გვყავს 1,8 მილიონი აბონენტი, რაც 2/3-ზე მეტია. ბუნებრივი აირის მილიონამდე აბონენტია და პირდაპირ ვეხმარებით 650 ათას აბონენტს. ყველაფერი მოვსინჯეთ, მსგავსი ნაბიჯი არის სოციალური მხარდაჭერის ყველაზე სამართლიანი შესაძლებლობა“, – აღნიშნა პრემიერმა.

შეღავათით ისარგებლებენ მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადს მაქსიმუმ 37 ლარს იხდიან. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ამ შემთხვევაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ „თბილისი ენერჯის“ იმ აბონენტებს, რომლებიც თვის განმავლობაში მაქსიმუმ 92 ლარს იხდიან.

რეგიონებში კი „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ აბონენტებს შეღავათი შეეხებათ იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში დენის გადასახადი მაქსიმუმ 36 ლარია, ხოლო „სოკარ-გაზის“ აბონენტები შეღავათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი აირის გადასახადი თვის განმავლობაში მაქსიმუმ 113-114 ლარს შეადგენს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close