კრიმინალიმსოფლიო

კარანტინის მე-5 დღეს ქმარმა მოკლა ცოლი, რომელთან ერთადაც 45 წელი ცხოვრობდა

დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ უელსის ქალაქ კუმბრანში (გვენტის საგრაფო), საყოველთაო კარანტინის მე-5 დღეს ქმარმა ცოლი მოკლა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

პოლიციაში შეტყობინება დანაშაულის შესახებ 27 მარტს შევიდა. სკოლის სასადილოს ყოფილი თანამშრომელი, 67 წლის რუთ უილიამსი საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად რუთი გარდაიცვალა.

პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით მისი 69 წლის მეუღლე ენტონი უილიამსი დააპატიმრა. წყვილი ქორწინებაში 45 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, მათ ქალიშვილი დარჩათ – ემა.

მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარი ერთმანეთის ერთგული იყო. „ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა, თუმცა კარანტინში ადამიანები სტრესის ქვეშ ცხოვრობენ“, – თქვა უილიამსების მეზობელმა ქალმა.

ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა.

ფსიქოლოგების განმარტებით, კამათის შემდეგ წყვილებს სამსახურში ან სხვა ადგილებში წასვლის შედეგად ადრე „განიავების“ და ერთმანეთთან დროებით დისტანცირების საშუალება ჰქონდათ, რაც დაძაბულობას  ანეიტრალებდა, ახლა კი, როდესაც მუდმივად ერთად უწევთ ყოფნა სტრესის ქვეშ, კორნავირუსის ეპიდემიის გამო, ამან შეიძლება ორი უკიდურესობა გამოიწვიოს – როგორც ოჯახების განმტკიცება, ისე წყვილებს შორის და ოჯახებში კონფლიქტების პროვოცირება და განქორწინება.

მანანა ბანძელაძე 

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close