მსოფლიოსაზოგადოება

ინდოეთის ხელისუფლებამ კარანტინის გამო დედაქალაქში ჩარჩენილი ასიათასობით მოქალაქის ევაკუაცია დაიწყო

ინდოეთის ხელისუფლება შიდა შრომითი მიგრანტების ფართომასშტაბიან ევაკუაციას ახორციელებს, რომლებიც დედაქალაქში ჩარჩნენ საერთო ეროვნული საკარანტინო ზომების გამო.

ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა ნიუ დელის გარეუბანში მდებარე ავტოსადგურებში. რეგიონებში მათი გადაყვანის მიზნით ხელისუფლებაიყენებს როგორც სახელმწიფო სამსახურების, ისე კერძო კომპანიების ავტობუსებს. ვარაუდობენ, რომ ამ ოპერაციას რამდენიმე დღე დასჭირდება.

23 მარტიდან ინდოეთში დიდი ქალაქების დატოვებაზე აკრძალვა დაწესდა. რეგიონებს შორის გადაადგილება მხოლოდ სპეციალური ნებართვებითაა შესაძლებელი. ამ დროისთვის ქვეყანაში კოროვირუსული ინფექციის 1071 შემთხვევა დაფიქსირდა, ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-მა 29 ადამიანი იმსხვერპლა.

იმავდროულად, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილია COVID-19-ის 1300-ზე მეტი შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია წასვლა მხოლოდ სამუშაოდ ან კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად. იოჰანესბურგში თითქმის მაშინვე დაიწყო საჩივრები შემოწმებების დროს პოლიციის უხეში მოქმედებების შესახებ. შაბათს უსაფრთხოების ძალებმა დაარბიეს რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც დიდი სუპერმარკეტის შესასვლელთან თავიანთ რიგს ელოდებოდნენ. პოლიციამ სპეციალური საშუალებები, მათ შორის, რეზინის ტყვიები გამოიყენა.

თამარ ქავჟარაძე

წყარო: ru.euronews.com

 

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close