fbpx
მედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა დაადგინეს ტემპერატურა, რომელიც კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს

მეცნიერებმა დაადგინეს ტემპერატურა, რომელიც კორონავირუს Sars-CoV2-ის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს.

ჰონკონგის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კორონავირუსი ყველაზე აქტიურია დაახლოებით +4 ცელსიუს ტემპერატურაზე და თავის ძალას სიცხეში კარგავს.

მეცნიერების დასკვნით, +4 გრადუსზე კორონავირუსი ორ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში ცოცხლობს, 70 გრადუსზე კი – ხუთ წუთში კვდება.

ელექტრონული სამეცნიერო ბიბლიოთეკა „მედ-არ-ექსივ“-ის გვერდზე გამოქვეყნებული ცხრილის მიხედვით, +22 გრადუსზე „კოვიდ 19“ აქტივობას კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში ავლენს, +37 გრადუსზე – არაუმეტეს ორი დღისა, +56 გრადუსზე კი 30 წუთში კვდება.

ასევე დადგინდა კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობა სხვადასხვა ზედაპირზე.

სამედიცინო ნიღბის გარე ზედაპირზე, ოთახის ტემპერატურაზე და 65-პროცენტიანი ტენიანობის დროს, კორონავირუსი კვირაზე ნაკლებს ძლებს.

ახალი ტიპის კორონავირუსი Sars-CoV2 ქაღალდზე სამ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში რჩება, ხეზე და ქსოვილზე – არაუმეტეს ორი დღისა, მინაზე ოთხ დღეზე ნაკლებს ძლებს, უჟანგავ ფოლადზე და პლასტმასზე კი – არაუმეტეს ერთი კვირისა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close