პაციენტების გასამხნევებლად ესპანელმა ექიმმა ფლამენკო იცეკვა (ვიდეო)
კორონავირუსის ეპიდემიის გამო შექმნილ უმძიმეს სიტუაციაში ესპანელები თავიანთ სიცოცხლისმოყვარულ ბუნებას მაინც არ ღალატობენ – სოციალურ ქსელში ესპანეთის ერთ–ერთ საავადმყოფოში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორც ცეკვავს ფლამენკოს ექიმი პაციენტების გასამხიარულებლად და გასამხნევებლად.
[arve url=”https://www.facebook.com/MaestroTVOfficial/videos/733951054102629/” /]
ესპანეთში კორონავირუსული ინფექცია სწრაფად ვრცელდება და, სპეციალისტების აზრით, პიკური დღეები ჯერ კიდევ არ დამდგარა. 2 დღის წინ ესპანეთმა ჩინეთს გაუსწრო გარდაცვლილთა რიცხვით, დღეს კი ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობითაც (85 195) უკან ჩამოიტოვა – ამ მაჩვენებლით ესპანეთი მესამეა აშშ-ის (143 055) და იტალიის შემდეგ (97 689), ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით (7340) – მეორე, იტალიის (10 779) შემდეგ. ჩინეთში ამ დროისთვის 82 198 დადასტურებული შემთხვევაა და შიდა გადაცემის ფაქტები, ბოლო დღეებია, პრაქტიკულად, აღარ ფიქსირდება.
გამოცემა „ელპაისის“ ინფორმაციით, ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით 812 ადამიანი გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 7340 შეადგინა. ესპანეთში სულ გამოჯანმრთელდა 17 ათასი პაციენტი, 47 ათასი კი ჰოსპიტალიზებულია.
კომენტარები