ჯანმრთელობარჩევები

ანტივირუსული ეთერზეთები და კორონავირუსით ინფიცირების პრევენცია

ექიმები ერთსულოვნები არიან: ინფექციის თავიდან აცილება ბევრად ადვილია, ვიდრე ინფიცირებულის მკურნალობა. ჩვენც ამ აზრს ვეთანხმებით, ამიტომ ხშირად შემოგთავაზებთ ინფექციების თავიდან ასაცილებელ სხვადასხვა გზას.

XX საუკუნის დასაწყისში ფრანგმა ქიმიკოსმა რენე გატეფოსმა აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ ეთერზეთს შეუძლია წინ აღუდგეს რესპირატორულ ინფექციებს. მოგვიანებით მან ექსპერიმენტულად დაამტკიცა მათი ანტისეპტიკური, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები.

კორონავირუსის პრევენცია

რა თქმა უნდა, არასერიოზულია იმაზე ფიქრი, რომ COVID-19-ს, სერიოზულ ატიპურ რესპირატორულ დაავადებას, მხოლოდ ეთერზეთები დაამარცხებს, მაგრამ, როგორც დახმარე საშუალება პრევენციის ფარგლებში – ეს არავის ავნებს და რეკომენდებულია.

რეგულარული გამოყენების შედეგად ეთერზეთები ქმნის ანტივირუსულ და ანტიბაქტერიულ „ფარს“ და ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას.

ჩამოვთვლით 4 ყველაზე ძლიერ ეთერზეთს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია კოროვირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის. შეგიძლიათ თამამად დაუმატოთ ისინი ნებისმიერ ხელის ანტისეპტიკს უფრო საიმედო ბარიერის შესაქმნელად. ისინი ასევე შეიძლება დაემატოს ბინის საწმენდ საშუალებებსა და არომანათურას, თუ კონკრეტული არომატის ინდივიდუალური მიუღებლობა არ გაქვთ.

ანტისეპტიკური ეთერზეთები

  • ორეგანოს ზეთი – არომათერაპიაში მთავარი ანტისეპტიკია. აქვს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი. ფენოლებისა და ალდეჰიდების გარდა, ზეთი შეიცავს კარვაკროლს – ბუნებრივ ანტისეპტიკს, რომელსაც შეუძლია ისეთი  ბაქტერიებისა და ვირუსების დამარცხებაც კი, რომლებიც ქიმიკატების მიმართ მდგრადია.
  • ბეგქონდარას ზეთი – ძლიერი იმუნოსტიმულატორია, ააქტიურებს სხეულის ძალებს იმ ვირუსების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევენ.
  • ჩაის ხის ზეთი – ანტიმიკრობული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო კომპლექსური გარეგანი საშუალება. გამოიყენება კანის დაზიანებული ნაწილებისა და  ფრჩხილების სამკურნალოდ და ინჰალაციის ერთ-ერთ კომპონენტად.
  • დაფნის ზეთი – ანტისეპტიკური საშუალებების შემადგენლობის შეუცვლელი კომპონენტია. მას ძალუძს ანტისეპტიკად გარდაქმნას ისეთი ხსნარიც კი, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს.

მნიშვნელოვანია! ეს ეთერზეთები უკიდურესად კონცენტრირებულია, ამიტომ მათი სუფთა ფორმით გამოყენება კანზე აკრძალულია, ისევე როგორც ფლაკონის დაყნოსვა. მათი გამოყენება რეკომენდებული არაა ორსული და მეძუძური ქალებისთვის, აგრეთვე, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. გამონაკლისია  დაფნის ზეთი – მისი გამოყენება შესაძლებელია 7 წლის ასაკიდან.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close