იტალიასაზოგადოება

იტალია: 8165 გარდაცვლილი, 80 ათასზე მეტი ინფიცირებული

ექიმი განმარტავს, რატომ გავრცელდა იტალიაში ასე სწრაფად კორონავირუსი

იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსისგან 10 361 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 999-ით მეტი, ვიდრე გუშინ. ახალი მონაცემები, „ანსას“ ინფორმაციით, სამოქალაქო დაცვის სამსახურის პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი ამ საღამოს. კომისარი ანჯელო ბორელი პრესკონფერენციას დღესაც არ ესწრებოდა, რადგან გრიპის გამო სიცხე აქვს და სახლში მკურნალობს. როგორც ცნობილია, კორონავირუსზე მისი ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

ამ დროსთვის იტალიაში კორონავირუსისგან 8165 ადამიანია დაღუპული, 662-ით მეტი, ვიდრე გუშინ (გუშინ ზრდა 683-ს შეადგენდა).

იტალიაში მთლიანობაში კორონავირუსით ინფიცირებული 62013 პაციენტია, გუშინდელთან შედარებით 4492-ით მეტი – 5 დღის განმავლობაში მცირე, მაგრამ სტაბილური კლების შემდეგ ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა ისევ მოიმატა (გუშინ ზრდა 3491-ს შეადგენდა). დაინფიცირების შემთხვევებმა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 80539-ს მიაღწია. ყველაზე ფართოდ ვირუსი ლომბარდიაში, ვენეტოსა და ემილია-რომანიაშია გავრცელებული.

„ანსას“ ინფორმაციით, გარდაცვლილია 41 ექიმი, 4 – ბერგამოში. დღეს გავრცელდა ინფორმაცია ტურინში ოჯახის ექიმის გარდაცვალების შესახებ, აგრეთვე, კორონავირუსით დაიღუპა ფარმაცევტი ნეტუნოში (რომის მახლობლად).

5800 ჯარიმა გასულ დღე-ღამეში – იტალიაში შეზღუდვის ზომების დამრღვევთა რიცხვი შემცირდა. მთლიანობაში კი, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 მარტის შემდეგ საკარანტინო წესების 120 ათასამდე სხვადასხვა სახის დარღვევა დაფიქსირდა.

***

ექიმმა-რეანიმატოლოგმა ირინა შლიჩკოვამ გადაცემა „60 წუთის“ ეთერში ახსნა, როგორ გავრცელდა ასე სწრაფად კორონავირუსი იტალიაში.

მისი თქმით, ყველაფერი დაიწყო იანვარში, როდესაც ზამთრის ფასდაკლებების და მილანის მოდის კვირეულის გამო იტალიაში ძალიან ბევრი ჩინელი ჩავიდა.

მეორე მიზეზი იყო მილანში „სან სიროს“ სტადიონზე „ატლანტასა“ და „ვალენსიას“ შორის გამართული მატჩი, სადაც ბერგამოდან ჩავიდნენ გულშემატკივრები. სწორედ ეს ორი ქალაქი გახდა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პირველი კერები.

***

დღეს ცნობილი გახდა, რომ „არმანის“ ყველა იტალიური საწარმო 26 მარტიდან ერთჯერადი დამცავი სამოსის წარმოებაზე გადავიდა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება, „არმანის ჯგუფის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით. „არმანის“ საწარმოებში ერთჯერად ხალათებს დაამზადებენ სამედიცინო მუშაკებისთვის, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close