საქართველოსაზოგადოება

ბრიტანელი ექსპერტი: „ბრავო საქართველოს მთავრობას! ბრავო საქართველოს ჯანდაცვის სამსახურებს!“

„ბრავო საქართველოს მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლაში! ბრავო საქართველოს ჯანდაცვის სამსახურებს, რომლებიც სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდნენ დაინფიცირებულთა მკურნალობის თვალსაზრისით და გამოამჟღავნეს თავიანთი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება“, – ასე აფასებს საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი ექსპერტი მაიკლ გარფორტი მთავრობის მიერ გატარებულ სტრატეგიას და საზოგადოებას მთავრობის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

როგორც ბრიტანელი ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ამ სტრატეგიის წყალობით საქართველოში ინფექციის მაჩვენებლები ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ ე. წ. განვითარებულ ქვეყანაში.

„ბრავო საქართველოს მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლაში! ჩემში, როგორც საქართველოში მცხოვრებ ბრიტანელში, დიდ აღტაცებას იწვევს ის, თუ როგორ უმკლავდებიან საქართველოს მთავრობა და სამედიცინო უწყებები კორონავირუსის საფრთხეს. ქვეყანაში ვირუსის შემოღწევის პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე, მთავრობამ შემოიღო სავალდებულო ტესტირება და კარანტინი ვირუსის შესაძლო მატარებლებისთვის, ასევე დაინფიცირებულთა ყველა კონტაქტის დადგენა, კარანტინში მოთავსება და ტესტირება. ამ სტრატეგიის წყალობით, ინფექციის მაჩვენებლები ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ბევრ ეგრეთ წოდებულ განვითარებულ ქვეყანაში. მთავრობა აგზავნის მკაფიო გზავნილებს და, საჭიროების შემთხვევაში, აწესებს შეზღუდვებს. ასევე ბრავო საქართველოს ჯანდაცვის სამსახურებს, რომლებიც სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდნენ დაინფიცირებულთა მკურნალობის თვალსაზრისით და გამოამჟღავნეს თავიანთი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება.

გმადლობთ და უფალმა დაგლოცოთ! გაუფრთხილდით თავს. შეასრულეთ მთავრობის რეკომენდაციები სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით. ნუ გახვალთ გარეთ, თუკი არ არსებობის ამის უკიდურესი აუცილებლობა, ხშირად დაიბანეთ ხელები და გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ნუ დაესწრებით საზოგადოებრივ შეკრებებს“, – წერს მაიკლ გარფორტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

progressnews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close