fbpx
ვიდეოიტალია

ვინ მოვა თქვენი დავარცხნილი თმების სანახავად კუბოში?! – იტალიელი მერების ემოციური მიმართვები მოქალაქეებს (ვიდეო)

იტალიაში სხვადასხვა ქალაქის მერები მოქალაქეებს მიმართავენ და სახლში დარჩენას სთხოვენ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით 743 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა ჯამურმა რიცხვმა უკვე 6820-ს მიაღწია. 24 მარტს ქვეყანაში ინფიცირების 3 612 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 23 მარტთან შედარებით 1%-იან კლებას წარმოადგენს, თუმცა მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ეპიდემია კონტროლის ქვეშ ჯერ არ არის და წინ რთული დღეები და კვირებია.

მიღებული შეზღუდვის ზომების მიუხედავად ბევრი დარღვევა ფიქსირდება. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანობაში 60 ათასამდე დარღვევაა დაფიქსირებული. გუშინ, 24 მარტს მთავრობამ ახალი დეკრეტი მიიღო და შეზღუდვების წესების დამრღვევთათვის გაზრდილი ჯარიმები შემოიღო – 400-იდან 3000 ევრომდე, ადრე დადგენილი 206 ევროს ნაცვლად.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close