მსოფლიოში „კოვიდ 19“-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა. ინფორმაცია აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა რუკაზეა მოცემული.
უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში ვირუსისგან 100 958 ადამიანი განიკურნა. მსოფლიო მასშტაბით ასევე გაიზარდა ახალი ტიპის კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა და 16 371-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, „კოვიდ 19“-ს 16 411 ადამიანი ემსხვერპლა. მსოლფლიოს 186 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ახალი ტიპის კორონავირუსით 375 000-მდე ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული.
ამ დროისთვის (02.00 სთ, 24 მარტი, 2020) ყველაზე მეტი ინფიცირებული ადამიანის მხრივ პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
ჩინეთი: 81 496 ინფიცირებული, 3274 გარდაცვლილი, 72 819 გამოჯანმრთელებული
იტალია: 63 927 ინფიცირებული, 6077 გარდაცვლილი, 7432 გამოჯანმრთელებული
აშშ: 42 817 ინფიცირებული, 579 გარდაცვლილი, ჯერ არცერთი გამოჯანმრთელებული
ესპანეთი: 33089 ინფიცირებული, 227 გარდაცვლილი, 3355 გამოჯანმრთელებული
გერმანია: 29 056 ინფიცირებული, 113 გარდაცვლილი, 422 გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ამ დროისთვის 61-ია, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი, ჯერჯერობით ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები