საბერძნეთისაზოგადოება

კორონავირუსი საბერძნეთში: 210-5212054 – ტელეფონი, რომლზეც უნდა  დარეკოთ საგანგებო  შემთხვევაში

ახალი კოროვირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო საბერძნეთის მოსახლეობა პანიკაშია. ქვეყნის ჯანდაცვის ორგანიზაციები მითითებებს ავრცელებენ მოსახლეობისთვის ეპიდემიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის (EHEA) მითითებით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ კორონავირუსული ინფექციის ნიშნები აქვთ, დაუყონებლივ უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე 210-5212054 და აცნობონ ამის შესახებ.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის რეკომენდაციით, მთავარია  სიმშვიდის შენარჩუნება, სახლში დარჩენა და ადამიანებთან კონტაქტის თავიდან აცილება.

ამ საღამოს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა გამოაცხადა მთავრობის დადგენილების შესახებ, რომლის თანახმადაც, ხვალიდან, დილის 6 საათიდან იკრძალება მოქალაქეების გადაადგილება ქუჩაში აუცილებლობის გარეშე.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close