მსოფლიომედიცინა

ჩინეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო

ტესტების ჩასატარებლად 3 ჯგუფი შექმნეს, რომელთაგან თითოეულში 36 ადამიანია

ჩინელმა ექიმებმა ცოტა ხნის წინ შექმნილი ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს. ამის შესახებ Global Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატი ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო-სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ქვეყნის ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობით. მუშაობის პროცესში მეცნიერებმა ებოლის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის გამოცდილება გაითვალისწინეს.

როგორც მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა დააზუსტა, პროექტის მონაწილე მოხალისე ცდისპირები ვაქცინაციისას ვირუსით არ დაინფიცირდებიან. მათ ორგანიზმში შეიყვანენ ანტისხეულებს, რის შემდეგაც ამ ადამიანებზე კონტროლს დააწესებენ, რომლის მიზანია დადგინდეს, შეიძინეს თუ არა მათ იმუნიტეტი ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ.

სპეციალისტებმა ჩინეთის ხელისუფლებისგან უკვე მიიღეს ოფიციალური ნებართვა კლინიკური ცდების ჩასატარებლად, რისთვისაც მათ მოხალისე ცდისპირების 3 ჯგუფი შექმნეს. თითოეულ ჯგუფში 18-იდან 60 წლამდე ასაკის ადამიანები არიან, ყველა მათგანი უჰანის მცხოვრებია. მათ 2-კვირიან კარანტინში მოათავსებენ, შემდეგ კი 6 თვის განმავლობაში ექიმები დააკვირდებიან, როგორც რეაგირებს მათი ორგანიზმი ვაქცინაზე, რათა ყველა გვერდითი მოვლენა დაადგინონ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close