იტალიასაზოგადოება

კორიერე დელა სერა: არმიას კორონავირუსით დაღუპულთა კუბოები ბერგამოდან სხვა რეგიონებში გადააქვს (ვიდეო)

კორონავირუსისგან გარდაცვლილთა კუბოების  გასატანად იტალიაში სამხედროები არიან ჩართულები, – წერს იტალიური გამოცემა Corriere Della Sera და ვიდეოს აქვეყნებს. 

გაზეთის მტკიცებით, 18 მარტს სიბნელეში სამხედრო სატვირთო მანქანებით ბერგამოდან 65 კუბო გამოიტანეს კორონავირუსის მსხვერპლთა ცხედრებით და იმ რაიონებში წაიღეს, რომელთა მუნიციპალიტეტებისგან თანხმობა იყო მიღებული. გამოცემის ცნობით, ბერგამოში, მოდენასა და ბოლონიაში კრემატორიუმები დღედაღამ მუშაობს.

გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში 902 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში მსხვერპლთა რიცხვმა 3405-ს მიაღწია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლომბარდიაში, სადაც გასულ ერთ დღე-ღამეში 319 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, მთლიანობაში კი – 1959. სპეციალისტები იტალიაში კორონავირუსისგან გარდაცვალების ასეთ მაღალ მაჩვენებელს ქვეყანაში ხანდაზმულთა დიდი რაოდენობით ხსნიან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close