საქართველოსაზოგადოება

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ინფორმაციას გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური ავრცელებს. მისი თქმით, მომავალში ევროპის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში იგეგმება ცოტნე გამსახურდიას გადაყვანა.

„კორონავირუსით შექმნილი განსაცდელის მიუხედავად ცოტნეს ჯანმრთელობის მიმართ ინტერესი არ ნელდება, რის გამოც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. ცოტნეს მდგომარეობა არის სტაბილური და საიმედო. ნელ-ნელა უმჯობესდება როგორც მოტორული, ასევე კოგნიტური ფუნქციები. აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა ორივე იდაყვის სახსარში, აღუდგა ყლაპვის ფუნქცია, უფრო მეტი გულმოდგინებით ასრულებს მარტივ დავალებებს. ჯერჯერობით წინ მხოლოდ მოკრძალებულ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება მისი გადაყვანა ევროპის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც, იმედი გვაქვს, გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ინტენსიური, შედეგები კი უფრო საგულისხმო იქნება“, – ნათქვამია ანა ჯაბაურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია19 დეკემბერს დაჭრეს თბილისში, ვერაზე, საკუთარ სახლთან. ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს: ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close