fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

საფრანგეთში თვითიზოლაციის დარღვევისთვის ერთ დღეში ოთხი ათასი ადამიანი დაჯარიმდა

საფრანგეთის პოლიციამ მხოლოდ ერთ დღეში თვითიზოლაციის დაღვევის გამო ოთხი ათასი ადამიანი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ ადამიანებმა მთავრობის მიერ სახლში დარჩენასთან დაკავშირებით შემოღებული წესები დაარღვიეს.

როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფერ კასტანერმა განაცხადა, აღნიშნული წესების დარღვევასთან დაკავშირებით დაწესებული ჯარიმა გაიზრდება და შესაძლოა 375 ევრო გახდეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 9134 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 264 ადამიანი.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close