fbpx
შეუცნობელი

„სიზმარში ვნახულობ ევროპის დაცარიელებულ ქალაქებს“ – პატრიარქის ხილვა ახალი კორონავირუსის გამოჩენამდე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ოჯახის წევრი გიორგი შიოლაშვილი პატრიარქის აღსაყდრების დღეს უწმიდესის და უნეტარესის მიერ მონათხრობ ხილვას იხსენებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„ეს ფოტო 27 დეკემბერს არის გადაღებული, ოჯახი ვიყავით უწმინდესთან აღსაყდრების დღის მისალოცად, ზუსტად ამ ფოტოს გადაღების დროს გვეუბნება, რომ ძალიან ხშირად, სიზმარში ვნახულობ, ევროპის დაცარიელებულ ქალაქებს, სულ ბოქლომები ადევსო, მაშინ ჩვენ ვერ მივხვდით პატრიარქის მოყოლილს. სულ რაღაც ერთ თვეში მოედო ევროპას კორონავირუსი!“ – წერს გიორგი შიოლაშვილი.

სოციალურ ქსელში გიორგი შიოლაშვილის გავრცელებულ პოსტს პატრიარქის ახლობლები და ნათესავები გამოეხმაურნენ:

„სამი წელია ამ სიზმარს ვნახულობო, მე თითქოს გადამავიწყდა და როდესაც ევროპას მოედო ეს ვირუსი, ეთომ გამახსენა უწმინდესის სიზმარი“, – ნატალია შიოლაშვილი.

„მაღალი კორპუსებიდან იყურებოდა ხალხიო. ლამაზი, მოჩუქურთმებული სახლებიც დაცარიელებულიაო“, – რუსუდან შიოლაშვილი.

„ფერისცვალება დილას ნახა პირველად და მას მერე სულ ხედავდა, არ ვაქცევდით ყურადღებას, მაგრამ აგერ! ვინც ქუჩაში რჩებოდა, ისინიც პოლიციელებს მიჰყავდაო და ასე არაა?“ – ელპიდი ლათიბაშვილი.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close