მსოფლიომედიცინა

„უკვე მოხუცი ვარ საიმისოდ, რომ სიხარულისგან მაგიდაზე ვიხტუნაო“, – მკვლევარი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული აღმოაჩინა

უტრეხტის(ნიდერლანდები) უნივერსიტეტის ერასმუსის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ აღმოაჩინეს კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეული, რომელიც აქამდე ჯერ აღმოჩენილი არ იყო. ამ აღმოჩენამ შეიძლება COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის შექმნამდე მიგვიყვანოს.

„უკვე მოხუცი ვარ საიმისოდ, რომ სიხარულისგან მაგიდაზე ავიდე და ვიხტუნაო“, – ამბობს უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრანკ გროსველდი. მათი კვლევა ამჟამად სხვა მეცნიერთა მხრიდან რეცენზირების პროცესშია და ხელმისაწვდომია ონლაინპლატფორმა BioRxiv-ზე. ამის შემდეგ კი, ჯგუფი იმედოვნებს, რომ სტატია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდება.

„სტატიაში ჩვენ ვიუწყებით მონოკლონური ანტისხეულის აღმოჩენის შესახებ, რომელიც ანეიტრალებს SARS-CoV-2-ის ვირუსს, რომელიც კორონავირუსულ დაავადება COVID-19-ს იწვევს“, – წერენ მკვლევარები აკადემიური ნაშრომის შესავალში.

ამ აღმოჩენის წყალობით შესაძლებელია შეიქმნას მედიკამენტი, რომელსაც კორონავირუსის ამჟამინდელი შტამით ინფიცირებულ ადამიანთა სამკურნალოდ გამოვიყენებთ. გროსველდის თქმით, მისი შექმნა ვაქცინაზე სწრაფად არის შესაძლებელი (ვაქცინის შექმნას 2 წლამდე შეიძლება დსჭირდეს), მაგრამ ესაჭიროება რამდენიმე თვის განმავლობაში ტესტირება და, ამავე დროს, მისი წარმოება ვაქცინაზე უფრო ძვირი იქნება.

„ახლა ვცდილობთ მოვძებნოთ ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ამ ანტისხეულის ფართომასშტაბიან, პრეპარატის სახით წარმოებას შეძლებს“, – ამბობს კვლევის ავტორი, უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრანკ გროსველდი.

მომზადებულია erasmusmagazine.nl-ის მიხედვით.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close