fbpx
საბერძნეთისპორტი

კორონავირუსის გამო საბერძნეთმა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა გააუქმა (ვიდეო)

საბერძნეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩირაღდნის ესტაფეტა გააუქმა. შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ესტაფეტის პირველ ეტაპზე მოულოდნელად ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი.

ოლიმპიური ცეცხლი ხუთშაბათს,12 მარტს, ძველ ოლიმპიაზე დაინთო, რის შემდეგაც უნდა დაწყებულიყო 7-დღიანი ტური საბერძნეთში,თუმცა პარასკევს, როცა ჩირაღდანი ქალაქ სპარტაში ჩაიტანეს, ცერემონიას უჩვეულოდ ბევრი მაყურებელი ჰყავდა. ესტაფეტაში მონაწილეობდა ჰოლივუდის ვარსკვლავი, ფილმ „300 სპარტელში“ სპარტის მეფის, ლეონიდასის როლის შემსრულებელი ჯერარდ ბატლერი.

ამის შემდეგ საბერძნეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა მაყურებლების გარეშე გაიმართება. მოგვიანებით ოლიმპიურმა კომიტეტმა კორონავირუსის საფრთხის გამო ქვეყნის ტერიტორიაზე ოლიმპიური ჩირაღდნის ტური გააუქმა.

იაპონური მხარისთვის ცეცხლის გადაცემის ცერემონია 19 მარტს ათენში, „პანათინაიკოსის“ სტადიონზე უნდა გამართულიყო, თუმცა ახლა ეს სპორტული ტრადიცია მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტიკიოში (იაპონია) 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი ოლიმპიადის გადადებას არ გამორიცხავს.

მანანა ბანძელაძე

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close