ვიდეოიტალია

FORZA ITALIA! – იტალიის დროშის ფერებით შეღებილი ცა: ტრამპი იტალიას ამხნევებს (ვიდეო)

დონალდ ტრამპმა ამ მძიმე სიტუაციაში იტალიის მხარდასაჭერად თავის ინსტაგრამზე იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალების უმაღლესი პილოტაჟის, Frecce Tricolori-ს ჯგუფის თვითმფრინავების მიერ მოწყობილი შთამბეჭდავი შოუს ვიდეო განათავსა და დაწერა: „ამერიკის შეერთებულ შტატებს უყვარს იტალია!“ (THE UNITED STATES LOVES ITALY!)

 

View this post on Instagram

 

THE UNITED STATES LOVES ITALY!🇺🇸🇮🇹

A post shared by President Donald J. Trump (@realdonaldtrump) on

ლუჩანო პავაროტის მიერ შესრულებული არიის „Nessun Dorma“ (ჯაკომო პუჩინის ოპერიდან „ტურანდოტი“) ფონზე, იმ მომენტში, როდესაც პავაროტი ამბობს „vinceremo“ (ჩვენ გავიმარჯვებთ), სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები იტალიის დროშის ფერების კვამლს სინქრონულად უშვებენ და ცაზე მწვანე-თეთრ-წითელი ხალიჩა იშლება.

ეს პასაჟი ძალზე სიმბოლურია და აშშ-ის პრეზიდენტის ჟესტიც იტალიელთა გასამხნევებლად კორონავირუსთან ბრძოლაში ფრიად სასიამოვნო და შთამბეჭდავია.

ამ დროისთვის დონალდ ტრამპის პოსტს 4,7 მილიონამდე ნახვა აქვს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close