ქართველები უცხოეთშისპორტი

ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორედ მოიგო

ლევან გორგაძემ გაზაფხულის სუპერტურნირის მე-8 დღეს მე-3 გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი მებრძოლის მეტოქე გამოცდილი ტამავაში იყო, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში ლევანს უკვე 20:11 აქვს უპირატესობა. ამ რიკიშების დაპირისპირება თითქმის ყოველთვის სანახაობრივი და უშეღავათო გამოდის, დღევანდელიც არ იყო გამონაკლისი. მონღოლმა მოწინააღმდეგემ თავიდანვე აქტიურად შეუტია და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტოჩინოშინმა რთული სიტუაციიდან გამოსვლა მოახერხა და ბრწყინვალე შიტატე დაშინაგეს ილეთით მოახერხა მოგება.

ტოჩინოშინის ბალანსი 8 დღის შემდეგ 3:5-ზეა. დადებით ბალანსზე გასასვლელად მას დარჩენილი 7-იდან 5 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება. იმისთვის, რომ ქართველმა მებრძოლმა უმაღლესი „მაკუუჩი“ დივიზიონი არ დატოვოს, კიდევ მინიმუმ 2 შეხვედრაში უნდა მოახერხოს გამარჯვება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close