იტალიასაზოგადოება

იტალიელი წყვილი, რომელმაც ქორწინებაში ერთად 60 წელი გაატარა, კორონავირუსით ერთ დღეს გარდაიცვალა

იტალიელი წყვილი, რომელმაც ქორწინებაში ერთად 60 წელი გაატარა, კორონავირუსისგან ერთ დღეს გარდაიცვალა.

86 წლის ლუიჯი კარარამ და 82 წლის სევერა ბელოტიმ ბოლო დღეები იზოლაციაში გაატარეს თავიანთ მშობლიურ ქალაქში ალბინოში, ბერგამოს პროვინციაში.

მათი შვილის, ლუკა კარარას თქმით, მისი მშობლები იზოლაციაში რვა დღე იმყოფებოდნენ და მათ სამედიცინო დახმარება არ მიუღიათ.

ადგილობრივ მედიასთან საუბარში შვილმა აღნიშნა, რომ მამამისი ბერგამოს საავადმყოფოში გასულ შაბათს გადაიყვანეს, ხოლო დედა – კვირას. მამა ადგილობრივი დროით 09:15 საათზე, ხოლო დედა – 11:00 საათზე გარდაიცვალა.

შვილმა აღნიშნა, რომ მშობლების ნახვის საშუალება არ ჰქონდა.

„ისინი მარტონი გარდაიცვალნენ. შენი მშობლები მარტო დარჩნენ და შენ საშუალებაც კი არ გაქვს მათ დაემშვიდობო, ჩაეხუტო, დააწყნარო ან უბრალოდ უთხრა ტკბილი ტყუილი, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – დასძინა მან.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close