fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ტრამპმა ამერიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი განკარგულებით, კორონავირუსთან ბრძოლისთვის საგანაგებო სიტუაციების ფონდიდან 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. ეს თანხა ცალკეული შტატებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა დასახმარებლად დაიხარჯება.

ტრამპის განკარგულება ასევე იძლევა საშუალებას, რომ აშშ-ში ახალი საავადმყოფოები აშენდეს და დაფინანსდეს სამედიცინო კვლევები, რომელებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ან წამლის შექმნაზე იქნება ორიენტირებული.

კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-მა ევროპიდან უცხოელების მიღება შეჩერა. აკრძალვა 13 მარტის შუაღამიდან ამოქმედდა და 30 დღე გაგრძელდება. გამონაკლისი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის დაიშვება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სპეციალური მიმართვისას განაცხადა.

„გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ ამერიკელებისთვის, რომლებიც გადიან სპეციალურ შემოწმებას. შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება დიდ ბრიტანეთზე“, – აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.

დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ზომები მგზავრების როგორც საჰაერო, ისე საზღვაო გადაყვანის შეჩერებას გულისხმობს. შეზღუდვები არ შეეხება ევროპიდან აშშ-ში სატვირთო გადაზიდვებს.

აშშ-ში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1701-ია, დაიღუპა 40 ადამიანი.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close