ეკონომიკასაქართველო
კორონავირუსის გამო „ვიზეარმა“ იტალიასა და ისრაელში ფრენები შეაჩერა

კომენტარები
ახალი კორონავირუსის გამო ავიაკომპანია „ვიზეარმა“ იტალიასა და ისრაელში ყველა ფრენა შეაჩერა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება უნგრული კომპანიის ოფისში გააკეთეს.
ფრენები იტალიის აეროპორტებიდან 10 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით შეწყდება.
ისრაელის შემთხვევაში თელავივისა და ეილათის აეროპორტებიდან ავიარეისები 12 მარტიდან 23 მარტამდე შეჩერდება.
1tv.ge