fbpx
ჯანმრთელობასაქართველო

გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დასაფინანსებლად თბილისის მერიამ განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერიამ ახალი პროგრამის, „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტების მიღება დაიწყო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროგრამა გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15-იდან 60 წლის ჩათვლით პირებისთვის, სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების – ოკრელიზუმაბისა და ფინგოლიმოდის დაფინანსებას ითვალისწინებს.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს – 80%-ით.

დედაქალაქის მერია მიმდინარე წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 180 ბენეფიციარის დაფინანსებას გეგმავს. პროგრამაში ჩასართავად და მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის მერიას.

განცხადებას უნდა ერთვოდეს: 1. პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ქსეროასლი;

2. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი);

3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, რომელიც არაუმეტეს ორი თვით ადრე იქნება გაცემული (ცნობა უნდა მოიცავდეს რადიოლოგის დასკვნას, მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების შესაბამისად მკურნალი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, სადაც კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით შეფასებული მდგომარეობა არის 0-იდან 6 ქულის ჩათვლით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თავზურგტვინის სითხის ანალიზის შედეგებს);

4. განცხადებით მიმართვამდე არაუმეტეს ერთი თვით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა, რომელიც შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ სამი ლიცენზირებული ექიმის, მ.შ. ფორმა №IV-100/ა-ს გამცემი ექიმის ხელმოწერით და ბეჭდით იქნება დამოწმებული;

5. კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან, რომელსაც მოქალაქე თავად ირჩევს – შპს „პსპ ფარმა“; სს „გეფა“ და შპს „ავერსი ფარმა“.

მოქალაქე საგარანტიო წერილს მერიაში დოკუმენტების შეტანიდან რამდენიმე დღეში მიიღებს. წლიური მატერიალიზებული ვაუჩერის ღირებულება 24 000 ლარამდეა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close