fbpx
იტალიასაზოგადოება

ჯორჯო არმანიმ კორონავირუსთან საბრძოლველად იტალიური კლინიკებისთვის მილიონ ევროზე მეტი გამოყო

იტალიელმა დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ კორონავირუსთან საბრძოლველად და იტალიური საავადმყოფოების დასახმარებლად მილიონ ევროზე მეტი გამოყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კერძოდ, „არმანი გრუპმა“ მილანის ორი, რომის ერთი საავადმყოფოსა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის დასახმარებლად 1,25 მილიონი ევრო გაიღო.

გასულ თვეში არმანის მოდის სახლის ჩვენება მილანში მაყურებლების გარეშე, დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. ასევე, კომპანიამ ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე თავისი ქარხნები ერთი კვირით დახურა. ამჟამად „არმანი გრუპის“ თანამშრომლები მუშაობას შინიდან განაგრძობენ, საწარმოები კი თანამშრომლების მინიმალური რაოდენობით მუშაობენ.

ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით) 9172-ს აღწევს, გარდაიცვალა 463 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 724. მარტო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 800-მდე დაავადებულია მოთავსებული. საავადმყოფოებს პაციენტთა ჭარბი რაოდენობის გამო სირთულეები ექმნებათ, განსაკუთრებით – ლომბარდიაში, სადაც ვირუსი ყველაზე ფართოდაა გავრცელებული.

ამასთან, პროგნოზი, სამწუხაროდ, დამაიმედებელი არ არის – სპეციალისტების აზრით, ეპიდემიის პიკამდე ჯერ კიდევ შორია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close