კრიმინალიმსოფლიო

მეკობრეების მიერ გატაცებული 4 ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს

20 თებერვალს ნიგერიის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ გატაცებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია, ისინი საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან, – ამ ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მეზღვაურების გატაცების დღიდან ჩართული იყო პროცესში. საკითხის კონფიდენციალურობიდან და მეზღვაურების პირადი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისაგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და მაღალპროფესიონალურად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მეზღვაურების გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ. ქართველების გარდა ტყვეობაში იმყოფებოდა კიდევ 6 მეზღვაური – უკრაინელები და ფილიპინელები.

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები ნიგერიის ქალაქ ლაგოსთან 20 თებერვალს დაესხნენ თავს. მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის, ოთხი ქართველი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close