მსოფლიოnews

გერმანიაში შესაძლოა ვლადიმერ ლენინის ძეგლი დაიდგას

გერმანიაში შესაძლოა ვლადიმერ ლენინის ძეგლი გაჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

6 მარტს ქალაქ გელზენკირხენის სასამართლომ გააუქმა დადგენილება ლენინის ძეგლის დადგმის აკრძალვის შესახებ, რომელიც ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო.

ძეგლის დადგმას რადიკალური მემარცხენე პარტია – „გერმანიის მარქსისტურ-ლენინისტური პარტია“ აპირებს. ლენინის ძეგლის საზეიმო გახსნის ცერემონია 14 მარტისაა დაგეგმილი.

ქალაქის ხელისუფლება ლენინის ძეგლის დადგმას იმ მოტივით ეწინააღმდეგებოდა, რომ მისი დადგმა იგეგმებოდა ისტორიული შენობის წინ, რომელსაც არქიტექტურის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაითვალისწინა. გელზენკირხენის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

თავის მხრივ, „გერმანიის მარქსისტურ-ლენინისტურ პარტიაში“ მომხდარს ლენინის ახალი დიადი გამარჯვება უწოდეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close