საბერძნეთიმიგრაციასაზოგადოება

თურქებმა საბერძნეთ-თურქეთის საზღვართან ბერძენი ჟურნალისტი დააკავეს

ბერძენი ჟურნალისტი, ბერძნული Open TV-ს კორესპონდენტი მარია ზახარაკისი საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე დააკავეს თურქმა პოლიციელებმა.

„შაბათს, შუადღისას, როდესაც საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე დამაკავეს, მითხრეს, რომ სამხედრო და აკრძალულ ზონაში ვიმყოფებოდი“, – განაცხადა მარია ზახარაკისმა Open TV-ზე გამოსვლისას. მისი თქმით, თურქულმა პოლიციამ გამოაძევა, რადგან, უბრალოდ, არ სურდათ ჟურნალისტების იქ ყოფნა.

„როდესაც ვიკითხე, თუ რატომ იმყოფებოდნენ ლტოლვილები და ემიგრანტები საზღვართან, მიპასუხეს, რომ მათ უფლება აქვთ და თავისუფლად შეეძლოთ აქ მოსვლა. აგრეთვე, მიპასუხეს, რომ „მათ მთავრობის ბრძანება აქვთ, რომ აქ მოსულიყვნენ“.

„როდესაც გაიგეს, რომ ბერძენი ჟურნალისტი ვარ, დამაკავეს, დაკავების შემდეგ დამკითხეს ფაქტების გადასამოწმებლად, სადაც, რა თქმა უნდა, ბრალდება წამიყენეს და მკითხეს, „რატომ არ ვხსნი საზღვარს?“ – თითქოს საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელი ვიყო. როდესაც ვუპასუხე, რომ მე მხოლოდ ჟურნალისტი ვარ, მათ  განაგრძეს: „ჩვენ რომ შემოვსულიყავით საბერძნეთში, თქვენც დაგვაკავებდით, ასე არაა?!“

მარია ზახარაკისის თქმით, ბევრ იემიგრანტს ესაუბრა (იგი ხაზს უსვამს, რომ ემიგრანტებს და არა – ლტოლვილებს; რადგან უმეტესობა იმიგრანტია და არა დევნილი). „მათი უმეტესობა ავღანეთიდან, ირანიდან, ერაყიდან და აფრიკიდანაა. ჩვენი საუბრის დროს მათ მაჩვენეს მობილურზე შეტყობინებები, რომლებიც თავიანთ ენაზე მოსდიოდათ, რომ ამ ადგილას მოსულიყვნენ“, – თქვა მარია ზახარაკისმა.

„არსებობს სხვა დოკუმენტები. თუნდაც ის, რომ  სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა ტვიტები არაბულად, თუ როგორ შეუძლიათ იმიგრანტებს ევროპაში გადასვლა. თურქულ არხებზე ასევე გავიდა ინტერვიუები „მოხალისე ტრეფიკიორებთან“, რომლებიც ამბობდნენ, რომ  მთავრობამ შეუკვეთა ევროპაში მათი ტრანსპორტირება“, – განაცხადა ბერძენმა ჟურნალისტმა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close