მარტის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2020 წლის გაზაფხულის პირველი თვის ჰოროსკოპის თანახმად, მარტის დასაწყისში ადამიანთა უმეტესობა აქტიურად დაიწყებს ფულის ხარჯვას, მაგრამ ამ დღეებში უმჯობესია ხარჯების დაგეგმვას მიჰყოთ ხელი და მოქმედების გეგმა შეიმუშაოთ. კარგი დროა იმისთვის, რომ დამოუკიდებლად ეძებოთ სამუშაო.
5 მარტიდან იწყება პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ თქვენი ფინანსები გაზარდოთ. ფინანსური ჰოროსკოპის თანახმად, მარტი კარგი დროა კრედიტის გასაფორმებლად, ფულის სესხება-გასასესხებლად. ამ პერიოდში ფული ადვილად დაგროვდება. მარტის ნეგატიური ზეგავლენა – ეს არის სიზარმაცე. პლანეტების მომადუნებელი ზეგავლენა ცუდად იმოქმედებს შრომისმოყვარეობაზე, მაგრამ ფიქრები ფულსა და სამუშაოზე კომფორტულად დასვენების საშუალებას არ მოგცემთ. კარგი პერიოდია იმისთვის, რომ ახალი საფულე იყიდოთ, რათა თქვენი შემოსავალი გაიზარდოს.
ახლა ვნახოთ, ვის უფრო გაუმართლებს ფინანსურ სფეროში გაზაფხულის დასაწყისში?
ვერძი
2020 წლის მარტი კარგი დროა ბინის შეცვლისთვის, ქირაობისთვის, ბინის ყიდვისა თუ სხვა სამაკლერო გარიგებებისთვის. შეიძლება და საჭიროცაა ფული დააბანდოთ უძრავ ქონებაში – მომავალში ეს იქნება თქვენი შემოსავლის მთავარი წყარო.
კურო
მარტში კუროებს მემკვიდრეობისა და სხვების ფულების პრობლემების გადაწყვეტა მოუწევთ. შესაძლებელია ქაოსი ენერგიის, ფინანსებისა და რესურსების ხარჯვაში – არ გეცოდინებათ, რაში გამოიყენოთ ეს ყველაფერი, რა საქმეს მიჰყოთ ხელი, ეს კი გაუაზრებელი ხარჯებისა და დანაკარგების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ტყუპი
ტყუპები აღსავსე იქნებიან ხვალინდელი დღის რწმენით. მიმდინარე წლის მარტში მოსალოდნელია მსხვილი შენაძენები უძრავი ქონების სახით. თქვენი კაპიტალდაბანდებების უმეტესობა წარმატებული იქნება და მომავალში სოლიდურ შემოსავლებს მოგიტანთ.
კირჩხიბი
თვის დასაწყისიდანვე კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლებს რაღაც ხარჯები და დანაკარგებიც კი ელოდებათ, რომელიც სხვის ფულს უკავშირდება. ძალიან ყურადღებით და ფრთხილად იყავით, ნუ ენდობით იოლი შემოსავლის საეჭვო წინადადებებს. უმჯობესია ნაკლები, თუმცა რეალური შემოსავლის წყარო აირჩიოთ.
ლომი
მარტში ლომებმა შესაძლოა მემკვიდრეობა მიიღონ სხვისი ქონების სახით. ეს სიტუაცია ბევრ საზრუნავს გაგიჩენთ ქონების გაფორმების და სხვადასხვა იურიდიული წვრილმანის დაზუსტების პროცესში. ამ თვეში ვარსკვლავები ფულის გასესხებას არ გირჩევენ.
მთლიანობაში მარტში ქალწულებს საკმაოდ ბევრი საზრუნავი გაუჩნდებათ – ფულის ნაკადი თქვენკენ მოემართება, მაგრამ ამ ფულით სარგებლობა პრობლემური იქნება. ასე რომ, საბოლოო ჯამში შეიძლება ვერანაირი მოგება ვერ ნახოთ, ამიტომ ეცადეთ, ყველაფერი სწორად დაგეგმოთ.
სასწორი
მარტში ვარსკვლავები სასწორებს ახალი შემოსავლის წყაროებს არ ჰპირდებიან. მთავარია – შეინარჩუნოთ ის, რაც უკვე გაქვთ და ენერგია და შთაგონება არამატერიელური სიკეთეებისგან მიიღოთ. სიტუაციის გაუმჯობესების მცდელობა ამ თვეში შედეგს არ გამოიღებს, უკეთეს პერიოდს დაელოდეთ.
მორიელი
მორიელებისთვის მარტი ფინანსური თვალსაზრისით ზომიერი იქნება. არავითარ შემთხვევაში არ გამოიჩინოთ სიხარბე და ნუ წამოწევთ წინა პლანზე მატერიალურ ინტერესებს, მით უმეტეს, რომ მშვენივრად იცით ფულის სწორად ხარჯვა, რაც თითქმის ყოველთვის გიცავთ კრიზისული სიტუაციებისგან.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს მარტში ფულის უკმარისობაზე საწუწუნო არაფერი ექნებათ. დამატებითი შემოსავლის წყარო გაგიჩნდებათ და ბიუჯეტიც შეგევსებათ. ეს პერსპექტივა, უწინარესად, პირდაპირ უკავშირდება თქვენს ახლობლებს ან ნათესავებს.
თხის რქა
თხის რქებისთვის ხარჯების და შემოსავლების თანაფარდობა მარტში იდეალური იქნება: თქვენი შემოსავალი თქვენს მოთხოვნილებებს ფარავს და თქვენს სურვილებს შეესაბამება, ასე რომ, საკუთარი სურვილების „მარჟა“ შეგიძლიათ ასწიოთ კიდეც.
მერწყული
იმის წყალობით, რომ რეალისტური ხედვა აქვთ და საკუთარი ძალების რწმენაც არ აკლიათ, მერწყულები მარტში შეძლებენ კარგი შემოსავალი მიიღონ. თქვენს პრობლემად შეიძლება იქცეს ის, რომ არ იცით ფულთან მოქცევა და ფლანგვის დაუძლეველი სურვილი გეუფლებათ ხოლმე.
თევზები
მარტში თევზები მოქნილობას გამოიჩენენ ხარჯებსა და შენაძენებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ხელოვნების ნიმუშებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის საჭირო ნივთების შეძენისას. თვის ბოლოს ბიუჯეტის დაუგეგმავი შევსება გელოდებათ, რაც სრულიად მოულოდნელი იქნება თქვენთვის და შორეულ ნათესავებს უკავშირდება.
თამთა გურული
კომენტარები