ნიდერლანდებში და ჩრდილოეთ ირლანდიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა
ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ნიდერლანდებში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პაციენტი ქალაქ ტილბურგის საავადმყოფოშია მოთავსებული.
ინფიცირებული მოქალაქე ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა და ნიდერლანდებში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. მის შესახებ დამატებითი ინფორმაციას არ ვრცელდება.
თავად იტალიაში ამ დროისთვის უკვე 650 ადამიანია ინფიცირებული, უმეტესად, იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში – ლომბარდიაში, 17 გარდაიცვალა, მათგან ყველა ხანდაზმული იყო, ერთი 62 წლის მამაკაცის გარდა, რომელიც დიალიზზე იმყოფებოდა.
პირველი შემთხვევა გამოვლინდა ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ ირლანდიაშიც. პაციენტი იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული და მიმდინარეობს იმ პირთა იდენტიფიკაცია, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა.
ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ევროპის 22 ქვეყანაშია დაფიქსირებული, საქართველოს ჩათვლით. ერთი შემთხვევა გამოვლინდა ჯუჯა სახელმწიფო სან მარინოში – პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი გაორმაგდა და 38-ს მიაღწია. მათგან 11 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა.
ბოლო ორ საათში ინფიცირების კიდევ 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გერმანიაში და საერთო რიცხვმა 45-ს მიაღწია. ადრე გამოვლენილი 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი ესპანეთშიც და ქვეყანაში ამ დროისთვის 24 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 2 პაციენტი განიკურნა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები