კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი CORONA საიმიჯო ზარალს განიცდის. ამას ორგანიზაცია YOUGOV-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევა ადასტურებს.
იმის გამო, რომ კორონავირუსთან ასოცირდება, მკვეთრად დაეცა ლუდი Corona-ს დადებითი იმიჯის რეიტინგი. კერძოდ, თუ რეიტინგი 2019 წლის დეკემბერში დაახლოებით 80%-ს შეადგენდა, ახლა ის 50%-მდეა.
ასევე შემცირდა Corona-ს შეძენის სურვილის მაჩვენებელი. Constellation Brands ჯგუფის აქციები, რომელსაც Corona ეკუთვნის, საფონდო ბირჟაზე 8%-ით გაუფასურდა.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები