fbpx
კრიმინალისაქართველო

„ხორავას ქუჩის საქმე“: სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო

დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულად ცნო. კალანდიას 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

უკვე ცნობილია, რომ დაცვის მხარე განაჩენის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

2017 წლის პირველ დეკემბერს სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კალანდია გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქმის მთავარი მოწმე იყო, თუმცა, საბოლოოდ, დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს დააკავეს. სასამართლომ დაადგინა, რომ სარალიძე რამდენიმე პირმა მოკლა.

სისხლის სამართლის საქმის ისტორია

2017 წლის პირველ დეკემბერს სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ დანაშაულის ჩადენისთვის ორი არასრულწლოვანი მალე დააკავეს.

2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გუგა ბარბაქაძე დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – სარალიძის მკვლელობის მცდელობაში.

დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე თავდაპირველად აცხადებდა, რომ მკვლელობაში ორზე მეტი პირი ფიგურირებდა. სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან განაცხადა, რომ მოსამართლემ მისი სიტყვები დაადასტურა. ზაზა სარალიძე პროკურორებს საქმის არაობიექტურ გამოძიებასა და დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებდა.

იმის თაობაზე, რომ მიხეილ კალანდია შესაძლოა დავით სარალიძის მკვლელობის მონაწილე ყოფილიყო, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგო კაპანაძემაც განაცხადა. ასეთი დასკვნის საფუძველი საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ჩვენება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს კალანდია სარალიძისა და გიორგი ჯანაშიას გაშველების დროს სარალიძეს ხელს ურტყამდა.

ერთი წლის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელსაც მანამდე როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ მიმართა, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა, ჯანაშია კი დამნაშავედ ცნეს სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაში. შედეგად თითოეულ მათგანს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

როგორ დაიწყო ყველაფერი

კონფლიქტი №51 სკოლის  მეცხრე და მეთერთმეტე კლასელებს შორის სკოლის საპირფარეშოში დაიწყო, როდესაც შესვენებაზე ორ მეცხრეკლასელს იქ ექვსი მეთერთმეტეკლასელი დახვდა. სიტყვიერი დაპირისპირებისას ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ პნევმატური იარაღი დაუმიზნა და შემდეგ ქუჩაში საქმის გასარჩევად დაიბარა.

ერთ-ერთმა მეცხრეკლასელმა  თავის დეიდაშვილს დაურეკა, რომელიც მაშინ ასევე არასრულწლოვანი იყო, თუმცა ასაკით უფროსი და დახმარება სთხოვა, რომელიც დათანხმდა და სკოლაში მეგობრებთან ერთად მივიდა.

მოზარდები სკოლასთან შეიკრიბნენ და საქმის გასარჩევად  ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთ ეზოში შევიდნენ, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა.

დაპირისპირების დროს დაიჭრა ორი მოზარდი: ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. როგორც გამოძიებით დადგინდა, დადუნაშვილი ახალგაზრდების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას გულმკერდისა და ფეხის არეში დანით ორი ჭრილობა მიაყენეს – დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე სისხლისგან დაიცალა. სარალიძეს კი გულმკერდის, მუცლისა და ბარძაყის არეში დანით 10-იდან 13-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

sputnik-georgia.com

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close