fbpx
საზოგადოებასაქართველო

ქობულეთში მემორიალს უდგამენ პედაგოგს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა

ქობულეთში მემორიალს უდგამენ ახალგაზრდა პედაგოგს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.

მარინა კონცელიძე 2017 წლიდან საბავშვო ბაღში მუშაობდა.

2019 წლის 5 აპრილს უბედური შემთხვევა მოხდა: მასწავლბელს ბავშვები ჰყავდა ეზოში გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა და ისინი საფრთხეს განარიდა. შემთხვევის შედეგად მარინა კონცელიძემ მძიმე დაზიანება მიიღო და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა, მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას.

მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება.

33 წლის მარინა კონცელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close