fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

მიწისძვრას თურქეთში, სულ ცოტა, 8 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

ირანში, თურქეთის საზღვართან დღეს გამთენიისას მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად თურქეთის ვანის პროვინციაში, სულ ცოტა, 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 ბავშვი, კიდევ 21 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

თურქეთის შს მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, 5,7 (სხვა მონაცემებით – 5,9)  მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა ირანში, დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინცია ხოიში (Khoy), რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა ირანის მოსაზღვრე, თურქეთის ვანის პროვინციის სოფლებში – კლაშკოლში, გიუვენლიკში, გელენლერსა და ოზპინარში, ბაშკალის რაიონში.

მინისტრის თქმით, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ნანგრევებში მოყოლილი  ადამიანების ამოსაყვანად.

„წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრას ჩვენი 8 მოქალაქე ემსხვერპლა, რომელთა შორის 3 ბავშვია. 6 ადამიანი ოზპინარში დაიღუპა, კიდვ ერთი – გიუვენლიკში, – განაცხადა მინისტრმა. –  5 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება“.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კიდევ 8 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

მიწისძვრის ეპიცენტრი მიწის ზედაპირიდან 5 კმ-ის სიღრმეში მდებარეობდა.

თურქეთი და ირანი ერთ-ერთი ყველაზე სეისმური ზონებია. გასულ თვეში თურქეთის აღმოსავლეთში მომხდარ მიწისძვრას 40 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close